რეზონანსი
(17.09.2023)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მედანში, გვიან ღამით რამდენიმე პირმა სახლი დააყაჩაღა. მათგან ერთ-ერთი შეიარაღებული იყო. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის მხოლოდ ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებიც მათ მძევლად აიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
წყარო: "მთავარი არხი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



