რეზონანსი
(16.09.2023)

რეჟისორი და მსახიობი მიშა მესხი უკვე რამდენიმე წელია, ტელე ეკრანებს ჩამოშორდა და მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ცოტა ხნის წინ, მის ტიკტოკზე გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კადრები რესტორატორმა დავით გიორგობიანმა გააზიარა.

საყვარელი მსახიობის დანახვამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ძალიან გაახარა.

„მოდის ფორმაში ისევ. ამაზე ნიჭიერი კაცი, არ დაბადებულა მგონი“; 

„აუ, როგორ გამიხარდა მისი დანახვა, რა კარგად გამოიყურება თან! მიხარია“; 

„როგორ შეცვლილა“; 

„მიშა, რამდენი ხანია არ გამოჩენილა. ნუ იკარგები“ - წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე