რეზონანსი
(16.09.2023)

2023 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1 პროცენტით ანუ 263.2 ლარით გაიზარდა და 1 804.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის" ცნობითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 799.8 ლარი;

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 3 181.4 ლარი;

მშენებლობა - 2 590.3 ლარი;

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 525 ლარი.

ხოლო შედარებით დაბალი ხელფასი 2023 წლის მე-2 კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ დარგებში:

სოფლის, სატყეო და სათევზე მეურნეობა - 1 277.3 ლარი;

წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 1 149.7 ლარი;

განათლება - 1 048.7 ლარი.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე