რეზონანსი
(15.09.2023)

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ბახმუტის მიმართულებით ქვეითი ქვედანაყოფის საბრძოლო მომარაგების პუნქტს დაარტყეს.
არსებული ინფორმაციით, დაზვერვამ დაადგინა ადგილი, სადაც რუსები აგროვებდნენ საბრძოლო მასალას. უკრაინამ დაზგური ავტომატური ყუმბარმტყორცნი გამოიყენა. უწყება ამბობს, რომ ერთი ოკუპანტი, რომელიც მიზანთან ახლოს იმყოფებოდა, განეიტრალდა.
აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა მტრის საველე არსენალი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



