რეზონანსი
(15.09.2023)

დღეს სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი კი და­შავ­და. შემ­თხვე­ვა სა­გა­რე­ჯოს მე-3 სკო­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცოტა ხნის წინ მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სწრა­ფად მოძ­რა­ვი "მი­ცუ­ბი­შის" მარ­კის მან­ქა­ნის მძღოლ­მა, რო­მელ­საც 1-ელი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე მარ­თავ­და, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა, ჯერ გზის ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე თო­ნეს, შემ­დეგ კი სხვა მსუ­ბუქ მან­ქა­ნას და იქვე მყოფ ქალს შე­ე­ჯა­ხა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილს არას­რულ­წლო­ვა­ნი მარ­თავ­და, შე­სა­ბა­მი­სად მას არ ექ­ნე­ბო­და არც მარ­თვის მოწ­მო­ბა.

და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. "მი­ცუ­ბი­შის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი 1-ელი სა­ჯა­რო სკო­ლის 6 მოს­წავ­ლე სა­გა­რე­ჯოს „ჯე­ოჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლებს მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ, თუმ­ცა, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი გვიყ­ვე­ბა, დიდი სიჩ­ქა­რით მო­მა­ვა­ლი "მი­ცუ­ბი­ში" თო­ნე­ში მო­მუ­შა­ვე მცხო­ბელ ქალს და­ე­ჯა­ხა, რო­მე­ლიც ცოტა ხნით გა­რეთ ყო­ფი­ლა გა­მო­სუ­ლი.

"მან­ქა­ნას ქალი კე­დელ­ზე მი­უ­ჭყლე­ტია. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ორი მე-12 კლა­სე­ლი ორი გო­გო­ნა და 2 ბიჭი მჯდა­რა, მძღო­ლიც მცხო­ბე­ლის შვი­ლია (ოღონდ, დე­და­მი­სი სხვა თო­ნე­ში მუ­შა­ობს). ისე­თი სის­წრა­ფით და­ე­ჯა­ხა, მან­ქა­ნას ძრა­ვაც კი მოგ­ლე­ჯი­ლი აქვს. ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამა­სო­ბა­ში, ის სხვა მან­ქა­ნა­საც შე­ე­ჯა­ხა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მე-3 სკო­ლას­თან მოხ­და, მაგ­რამ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი 1-ლი სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. ის გარ­დაც­ვლი­ლი ქალი იქვე, თო­ნეს­თან ახ­ლოს, ცხოვ­რობ­და" - გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე