რეზონანსი
(15.09.2023)

დაინტერესდებიან ალბათ უწყებები, რადგან ეს არ ეხება მცირე თანხებს და თან ეხება თავდაცვის სამინისტროს თანხებს, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვულის პირადი მიზნებისთვის დახარჯული თანხების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს ბაგა-ბაღებში ფულს ახდევინებდა, თავის შვილს სკოლაში ფულს ურიცხავდა ბიუჯეტიდან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის დახარჯული 14 მილიონის შესახებ დოკუმენტები გასაჯაროვდება, თუმცა როდის ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში კი მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიების დაწყებაზე პროკურატურასთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე