რეზონანსი
(15.09.2023)

მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა სკოლის აშენების მოთხოვნით ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს. აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. თავდაპირველად, პროტესტის მონაწილეებს პოლიცია გზის სავალ ნაწილზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მე-4 სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს - ახლა კი ადგილზე საპარკინგე სივრცეა მოწყობილი. ამბობენ, რომ შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე