რეზონანსი
(15.09.2023)

დავით კოდუას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებენ, სადაც ჩანს, რომ ბიზნესმენი ყოფილ მეუღლესთან, ნათია გედევანიშვილთან ერთად ხელგადახვეული დგას. როგორც ჩანს, ყოფილი მეუღლეები შერიგდნენ. ამას ადასტურებს კიდევ ერთი ფოტო, რომელშიც დავით კოდუა უკვე ძველი დიდი ოჯახის გარემოცვაშია.
სოციალურ ქსელში ასევე, დავით და ერეკლე კოდუების ცოლების ერთობლივი ფოტოც გავრცელდა. რაც შეეხება ალექსანდრა პაიჭაძეს, ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


