
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, არცერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობების ჩვენს ხედვას არ შეცვლის
"150-ზე მეტი პირი და კომპანია დავასანქცირეთ დღეს და არ შემიძლია რომელიმე ამ სანქციაზე სრულ დეტალებში ვისაუბრო. იმ ინფორმაციისკენ გადაგამისამართებთ, რომელიც დღეს გამოვაქვეყნეთ, რომელიც სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა...იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის სოლიდარულები ვიყავით ქართველ ხალხთან და მათ სურვილთან იყონ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, საქართველოს, როგორც ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ. და არც ერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ჩვენს ამ ხედვას" , - განაცხადა მილერმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



