რეზონანსი
(14.09.2023)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC-ი უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მათი ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.
ამ მომენტისთვის, გაურკვეველია, სად შედგება უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა, ნიუ-იორკში თუ თეთრ სახლში.
NBC-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.
ცნობისთვის, ბოლოს ბაიდენი ზელენსკის ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე შეხვდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



