რეზონანსი
(14.09.2023)

ის, რომ სააკაშვილი „საგულაოდ" იყენებდა სახელმწიფო რესურსებს და თავის სიამოვნებისთვის ხან ქალებს დაატარებდა და არა მხოლოდ ქალებს და ფადი შაჰივით რომ იქცეოდა, იმიტომაც ვაკრიტიკებ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკას" განუცხადა.

„11 თვის თავზე რომ თავდაცვის სამინისტრომ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ იქ რაღაც ხარჯები ყოფილა ამაზეც და ღარიბაშვილის ვოიაჟზეც უნდა დაიწყოს გამოძიება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე