რეზონანსი
(14.09.2023)

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა მოიხსნას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბულგარეთის სოფლის-მეურნეობის მინისტრის, კირილ ვატევის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, 5 წევრ სახელმწიფოში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 15 სექტემბრამდეა დაწესებული, თუმცა პოლონეთი შეზღუდვას ამ ვადის გასვლის შემდეგაც ძალაში დატოვებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



