რეზონანსი
(14.09.2023)

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ნომერ ერთი საპრეზიდენტო ბორტის არსებობა არის ნორმალური, საერთაშორისო პრაქტიკა. სააკაშვილი ამ ბორტს და ვიზიტებს იყენებდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „ქრონიკასთან" განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ნომერ ერთი საპრეზიდენტო ბორტის არსებობა არის ნორმალური, საერთაშორისო პრაქტიკა. სააკაშვილი ამ ბორტს და ვიზიტებს იყენებდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, რომ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესი დღეს არის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რომელიც დღეს დანაშაულშია ბრალდებული, ამ საქმის ობიექტური გამოძიება და არა კუდიანების დევნა წარსულში „ქართული ოცნების" ლოგიკით", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე