
ნინო ლომჯარიას "გირჩიც" უპირისპირდება. იაგო ხვიჩიას თქმით, სასაცილო იქნება მისი მხრიდან, თუ დასავლეთი, საქართველოში არსებული რეალობის გამოსასწორებლად ლომჯარიას მეტს ვერავის იპოვის.
ხვიჩიას აზრით, ლომჯარია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და პირდაპირ ამბობს, რომ არჩევანის ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთების შემთხვევაში, დასავლეთი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ძაან ვიცინებ დასავლეთზე ეგ რომ გააკეთონ, რომ საქართველოში სხვა ადამიანი ვერ იპოვონ თავიანთი ღირებულებების გასავრცელებლად და ნინო ლომჯარიას მიადგნენ ახლა და მაგის იმედი ჰქონდეთ სერიოზულად, რომ არსებული რეალობის გამოსწორება ნინო ლომჯარიას მხარდაჭერით რომ არის შესაძლებელი.
იმედია, ასეთი გულუბრყვილოები არ იქნებიან. ძაან სასაცილოა დედას ვფიცავარ, მთელი ეს პროცესი იქნება არასერიოზული და დასავლეთი აღმოჩნდება უხერხულ მდგომარეობაში და იმედია არ მივა ეს სიტუაცია აქამდე. მილიონი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკოსს გააჩნდეს სერიოზულობა, მას უნდა ჰქონდეს სერიოზულობა, მას უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა სფეროში სხვანაირი გამოცდილება და არა ის რაც ლომჯარიას აქვს", - თქვა ხვიჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



