რეზონანსი
(13.09.2023)

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მაღაზია "უნივერსამში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულს ითხოვდა. გამოცემა წერს, რომ მაღაზიიდან მოახერხეს დაცვის პოლიციასთან დაკავშირება.
პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა მაღაზია ისე დატოვა, რომ არაფერი წაუღია. პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



