რეზონანსი
(12.09.2023)

კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის" გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში არავინ მიიღებს და ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე ეს უნდა გაითვალისწინოს.
„კუბილიუსს ვერ წარმოუდგენია საქართველო ევროკავშირში „ნაცმოძრაობის" გარეშე, ღმერთმა ხელი მოუმართოს. გასაგებია მათი [კუბილიუსის და „ნაციონალური მოძრაობის" მეგობრობა. ვინ არის კუბილიუსი, ძალიან კარგად გაიგო ქართულმა საზოგადოებამ, ", - განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



