რეზონანსი
(12.09.2023)

ლიბიაში, დამანგრეველ ქარიშხალ "დანიელს" და წყალდიდობას სულ მცირე 2 000 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი უგზო-კვლოდ დაკარგულად ითვლება.
როგორც "ალჯაზირა" წერს, ქარიშხალმა გაანადგურა ათასობით შენობა დერნაში, დააზიანა სანაპიროზე მდებარე სხვა დასახლებებიც, სადაც წყლის დონემ 3 მეტრით აიწია, რასაც, სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა.
ლიბიის აღმოსავლეთში დაფუძნებულმა პარლამენტმა ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიამდე ქარიშხალმა "დანიელმა" საბერძნეთში დამანგერეველი შედეგები გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



