რეზონანსი
(11.09.2023)

ზუგდიდის მინუციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

„გურია ნიუსისგან" ირკვევა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა, რომელსაც ავტომობილი დაეხაჯა 25 წლის ირაკლი ქარჩავაა.

„საშინელება ტრიალებს... ახალგაზრდა ქორწილისთვის ემზადებოდა, სიკვდილს რა უნდოდა?!", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „გურია ნიუსთან".

შსს-ს ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მძღოლი უკვე დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე