რეზონანსი
(11.09.2023)

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააჟღერა პრემიერიმა.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ინტერესია მერი ტურისტის ჩამოსვლა და ჩინეთთან ეკონომიკური ინვესტიციების განხორციელება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე