რეზონანსი
(11.09.2023)

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურენს, რომ
რთული იქნებდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, თუმცა აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვებაც ძალიან მძიმე იქნებოდა, რადგან მაღალი თანამდებობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი.
„მოლოდინს რაც შეეხება, ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ განცხადება, რომ რთული იქნებოდა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა, რადგან საკმარისი ხმები არ არსებობს, თუმცა რეაგირების დატოვების გარეშე აღნიშნული საკითხი ძალიან მძიმე იქნებოდა, რადგან მაღალი თანამდებობის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რეაგირების მოხდენა იყო საჭირო და აუცილებელი“, - აღნიშნა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



