რეზონანსი
(11.09.2023)

არხში ახალგაზრდა დაიხრჩო. "ინფო რუსთავის" ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, "თბილსრესის" მიმდებარედ, არხში, 25 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

არსებული ინფრმაციით, ახალგაზრდა, არხზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.

ფაქტის შესახებ დარეკეს 112-ში, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

4-საათიანი ძებნის შემდეგ სამაშველო სამსახურმა ბიჭის ცხედარი იპოვა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე