რეზონანსი
(10.09.2023)

სარფში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით ადგილობრივი გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სარფის მაგისტრალზე მოხდა - შედეგად ერთი მსუბუქი ავტომანქანა ამოტრიალდა.

როგორც გამოცემა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესცენტრზე დაყრდნობით წერს, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაანაწილეს.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე