რეზონანსი
(10.09.2023)

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „სტიქიის ზონაში ტექნიკა ყველა მიმართულებით მუშაობს, არ გაჩერებულა. სადაც საცალფეხო გზები იყო, იქ უკვე ტექნიკით შევდივართ, რათა სადაც შესაძლებელია, სამანქანე გზებიც გავაკეთოთ. ასევე, ინტენსიურად ხდება მოსახლეობისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება, რაც ჯამში, უკვე 200-ზე მეტ ოჯახს დაურიგდა და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



