რეზონანსი
(10.09.2023)

„ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად იყო კრიზისი 2022 წლის შემოდგომაზე. სწორედ ამ კრიზისის გამო დაინიშნა არჩევნები, სადაც გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა და დღეს პარტია არის ერთსულოვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც ამ არჩევნების შემდეგ დატოვეს პარტია. ამასთან დაკავშირებით მათ გააკეთეს განცხადება. უკვე რომ გამიჯნული არიან პარტიული დღის წესრიგისგან, ისევ ცდილობენ გარკვეული დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ნაცმოძრაობა დატოვეს", - ამბობს ფარულავა.

ახალციხის საკრებულოში „ნაცმოძრაობის" ფრაქცია დაიშალა - ფრაქციის ექვსივე წევრმა პარტია დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე