რეზონანსი
(10.09.2023)

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. დღეს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, - ამის შესახებ განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.

„ვეძებთ ერთ დაკარგულ მოქალაქეს. ორივე არასრულწლოვანი იყო ვისაც ვეძებდით, მათ შორის ერთ-ერთია ნაპოვნი", - აცხადებს მარგველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე