რეზონანსი
(10.09.2023)

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ნინია ბარამიძე ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და ადამიანური თანადგომის შესახებ გვიყვება.
„შეიძლება ახლა ამის დრო არ არის მაგრამ ამ კაცს უნდა იცნობდეთ ყველა!
ყოველთვის ყველა სოციალურად დაუცველის დასახმარებლად გვედგა გვერდით და დღეს, დილის 9 საათიდან სტიქიის ზონაშია მთელი დღე! ყიდულობს პროდუქტებს ქალაქში, ანაწილებს და ააქვს სოფლებში!
ეს ლანჩხუთია! ეს ჩვენი კახა პატარაია არის!
სიკეთის კაცი დავარქვი მე!
მადლობა კახა თანადგომისთვის!”, – წერს ნინია ბარამიძე ლანჩხუთის ჯგუფში და ფოტოს აქვეყნებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


