რეზონანსი
(09.09.2023)

ბრიტანულმა თვითმფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მიზანი უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაცვაა. ამისთვის კი ბრიტანული მხარე, თავის სადაზვერვო და სადამკვირვებლო შესაძლებლობებთან ერთად, სამხედრო ავიაციასაც გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე