რეზონანსი
(09.09.2023)

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბას ცდი­ლობს. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნი, რო­მე­ლიც ნიუ-დე­ლი­ში მიმ­დი­ნა­რე G-20-ის სა­მი­ტის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, ჯგუ­ფის ლი­დე­რებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­სა და შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­მი­ტის მო­ნა­წი­ლე თურ­ქე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Bloomberg-ი ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღა­ნი მსოფ­ლიო ლი­დე­რებს სურ­სა­თი­სა და სა­სუ­ქის რუ­სუ­ლი ექ­სპორ­ტის და­ზღვე­ვის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­დახ­დე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად SWIFT-ის სის­ტე­მა­ში მოს­კო­ვის ხე­ლა­ხა­ლი ჩარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტთან დი­ა­ლო­გის შემ­დეგ, „დიდი ოცე­უ­ლის" წევ­რი ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან სურ­სა­თის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და შე­უ­ფერ­ხე­ბელ მი­წო­დე­ბას და­თან­ხმდე­ბი­ან და გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აფ­რი­კა­ში, არ­სე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის­თვის შავი ზღვის მარ­ცვლე­უ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას ხაზს გა­უს­ვა­მენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ აშშ და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბი სან­ქცი­ე­ბის შერ­ბი­ლე­ბის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნას არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე