რეზონანსი
(09.09.2023)

„დარწმუნებული ვარ, შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები „ნაცმოძრაობისა", რომლის უკან მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობიდან" კიდევ რამდენიმე წევრის წასვლას.

მისი შეფასებით, ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ არაერთი ადამიანი დატოვებს პატრიას.

„ეს არ არის მხოლოდ ლევან ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი: დარწმუნებული ვარ, შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები „ნაცმოძრაობისა", რომლის უკან, ხაბეიშვილის უკან კიდევ მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული, სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ასე, რომ ვფიქრობ, ეს კრებული ამ მახასიათებლებისა გახდება კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის" და საერთოდ, რადიკალური პოზიციის მიტოვების საფუძველი," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე