რეზონანსი
(08.09.2023)

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურთან ერთმანეთს ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავდნენ ტრანსპორტში მყოფი მგზავრები. ისინი სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით, საგარეჯოს საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

ავარიის გამომწვევ ერთ- ერთ სავარაუდო მიზეზად, უამინდობის გამო გაძნელებული ხილვადობა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე