რეზონანსი
(08.09.2023)

კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
ბორელის თქმით, საქართველო ევროკავშირის ძლიერი პარტნიორია.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის გზასა და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ პროგრესზე საქართველოს ევროპული მომავალის მიმართულებით", - წერს ჯოზეფ ბორელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



