რეზონანსი
(08.09.2023)

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ძალიან მოხარულია, რადგან ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში, უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად უნდა მუშაობდეს. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად", - განაცხადა ბორელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე