რეზონანსი
(07.09.2023)

ზესტაფონში სწრაფი კვების ობიექტში ტრაილერი შევარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს 7 სექტემბერს, დილით მოხდა.

შემთხვევის დროს ობიექტში მოლარე და მცხობელი იმყოფებოდნენ, დასაქმებული ქალი მძიმედ დაშავდა. მას მრავლობითი მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

დაზიანდა მიმდებარე ობიექტებიც. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე