რეზონანსი
(07.09.2023)

აზერბაიჯანი უკვე რამდენიმე დღეა აგროვებს ჯარებს მთიან ყარაბაღთან და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ - აცხადებს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. განცხადება მან დღეს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რეგიონი მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის პოლიტიკა გრძელდება"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა და მედიას შეახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად სამი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ფაშინიანის თქმითვე, გრძელდება ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაც.

ფაშინიანი ამბობს, რომ ამ ქმედებებით აზერბაიჯანი ავლენს თავის განზრახვას, განახორციელოს ახალი სამხედრო პროვოკაცია მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე