
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ უმძიმესი მდგომარეობაა.
„სულ სამნი იყვნენ და ვაშაძე გამოეყო ზურა ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. ანუ ერთი კაცი გამოეყო ორ კაცს, ამ დონეზე არის დაშლილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. იქ „ევრონაცები“, აქეთ „ნაცები, იქით „ლელო“ – საერთოდ გაუგებარი პარტია თავისი საბა ბუაძით და ა.შ. წარმოუდგენელი რამ ხდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და ძალიან კარგი პროცესები ვითარდება საბოლოო ჯამში, რაც ჩვენ უფრო გვიმყარებს პოზიციებს და, რაც მთავარია, ჩვენს სახელმწიფოს უმყარებს პოზიციებს.
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის პირდაპირ რისკ-ფაქტორი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, დემოკრატიული სისტემისთვის, ყველაფრისთვის, რაც უკავშირდება ამ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას. რაც უფრო მეტად დაიშლება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ეს სათანადოდ აისახება არჩევნების შედეგებზე. ერთი წელია დარჩენილი არჩევნებამდე და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განეიტრალების კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



