რეზონანსი
(06.09.2023)

„ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის წერილზე დასმულ კითხვას უპასუხა

მისი თქმით, კარგია, რომ სააკაშვილი ბოლომდე ემიჯნება ბოკერიას, იმიტომ, რომ ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან.

„მის [სააკაშვილის] პარტიაში თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება მას „ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. ერთობა. დღეს დავა რაზე მიდის, არ ამბობს რომელი ჯგუფია მართალი, რომელი ჯგუფის მხარეზეა სიმართლე. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ ის არის უპირობო ლიდერი. ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები. აგერ გიგი უგულავამ, აწ უკვე ნაცმოძრაობის წევრმა, ამასწინათ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი. იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლუსის მომტანი იქნება. ამიტომ, მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ, ისევ იგივეს გაგრძელებაა", - განაცხადა ბობოხიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე