რეზონანსი
(06.09.2023)

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები თბილისში, ავჭალის ტერიტორიაზე, მტკვარში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარეში ბავშვი ჩავარდა.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს მდინარეში უკვე რამდენიმე საათია აწარმოებენ. შეტყობინება, რომ მტკვარში ბავშვი ჩავარდა, უწყებაში სწორედ რამდენიმე საათის წინ შევიდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
წყარო: „მთავარი არხი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



