რეზონანსი
(06.09.2023)

ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი - მეტი თავისუფლების" რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და „დროას" საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„მათ წარმატებას და გაერთიანებაში ახალ თანამებრძოლებს ვუსურვებთ. ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი - მეტი თავისუფლების" რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, რადგან მეორე „გირჩი" საარჩევნო ბიულეტენზე ხელს გვიშლის. ნამდვილად გაგვიხარდება, რაც უფრო გამსხვილდება მათი გაერთიანება და მეტ ხალხს შეიზელს", - განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე