რეზონანსი
(06.09.2023)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს, 6 სექტემბერს კიევში ჩავიდა, უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამის შესახებ CNN აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე