რეზონანსი
(06.09.2023)

ჩვენ თუ გადავხედავთ პრეზიდენტის ფიცს და ფიცის ტექსტს, რაც მან დადო, უმრავლესობა წინადადება იქიდან დარღვეული აქვს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

„ფიცში იქ, რომ „მე საქართველოს პრეზიდენტი ვიქნები კონსტიტუციის დამცველი" - ეს დაარღვია, „ვიქნები გარანტი საქართველოს საზოგადოების ერთიანობის" - დაარღვია, პოლარიზების სიმბოლო ვინც იყო გამოუშვა, შეურაცხყოფა მიაყენა ხალხს და ა.შ. ბუნებრივია კონსიტუცია პასუხს გასცემს პრეზიდენტს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე