რეზონანსი
(06.09.2023)

ეს რომ ძალაუფლებას გააკაროს კაცმა, ალბათ დახვრეტებზე გადავა – ასე პასუხობს აქტივისტი და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი ფარნაოზ ჭკადუა ნიკა გვარამიას კრიტიკას. მისი გაღიზიანება ნიკა გვარამიას კითხვას მოჰყვა, სადაც მან “ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და დაინტერესდა, თუ როგორც აღმოჩნდა ფარნაოზ ჭკადუა მათ რიგებში.

“ასეთები სააკაშვილსაც ვნებენ და ნაცმოძრაობა საერთოდ დაშლამდე მიიყვანეს ლამის. საშიშია ეს ხალხი და კაცმა არ იცის, ვის ინტერესში მოქმედებენ. არ შეიძლება ამათი საკუთარ ინტერესებში გამოყენებაც კი“, - დაწერა გვარამიამ ჭკადუას შესახებ.

პასუხი სოციალურ ქსელში მალევე გამოაქვეყნა ფარნაოზ ჭკადუამ:

“ნიკა გვარამია შენ ხარ ფარჩაკი და ქურდი, რომელმაც გაძარცვე ორი ტელევიზია და ამით გამდიდრდი! ტუალეტში ვერ დადიხარ, 8-კაციანი დაცვის გარეშე“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე