რეზონანსი
(05.09.2023)

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სადახლოსა და ვალეში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანას ცდილობდნენ.

"საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ვალე" და "სადახლო-საავტომობილო", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს" - წერია უწყების განცხადებაში უწყების ცნობით, კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე