რეზონანსი
(05.09.2023)

პროკურატურის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სოფელ ლეღვას რწმუნებულს ბრალდება წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა", - წერია განცხადებაში.
თანამდებობის პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
შემთხვევა სოფელში, მაღაზიაში მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



