რეზონანსი
(05.09.2023)

პოლიტოლოგი გუა ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ახალ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც ოპოზიციის ერთ-ერთ პრობლემას ეხება.
„ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა გახლავთ ის, რომ არ არიან თანმიმდევრულები.
ხელისუფლება კალეიდოსკოპური სისწრაფით ახტუნავებს მათ თემიდან თემაზე და ისინიც მთელი შემართებით არიან ჩართული ამ კატა-თაგვობანას თამაშში.
შესაბამისად, ყველა პრობლემა რჩება ჰაერში გამოკიდებული და მთავრდება უშედეგოდ.
ამომრჩეველიც აკეთებს დასკვნას, რომ მათ არ იციან და არც შეუძლიათ.
შოვის ტრაგედიის თემა, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოებრივად და მორალურად არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, წინასაარჩევნოდაც ოპოზიციისთვის არის სისტემური პოლიტიკური ტესტი ქმედუნარიანობაზე“, – წერს ის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



