
იმპიჩმენტის პროცედურის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ოპოზიციურ პარტიებში ვინ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციას სცემს პატივს და კანონის უზენაესობას უჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია სავაჭროდ ნებისმიერ საკითხს გამოიყენებს.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, რომელიც იმდენად უთავმოყვარეოდ გამოიყურება პოლიტიკურ არენაზე, რომ იმ პრეზიდენტს, ვისაც არაკანონიერად არჩეულს ეძახდნენ, უმძიმეს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ გახსოვთ, ეხვეწებოდნენ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებას და მას მოიხსენიებდნენ უკვე როგორც პრეზიდენტს, რომელიც მათთვის იყო სამაგალითო და მისაბაძი. ასეთ რადიკალურ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, ამიტომ მათგან არ არის გამორიცხული, რომ ისინი სავაჭროდ ნებისმიერ საკითხს გამოიყენებენ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება მათი პოზიცია. იმპიჩმენტის პროცედურის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ოპოზიციურ პარტიებში ვინ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციას სცემს პატივს და კანონის უზენაესობას უჭერს მხარს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



