რეზონანსი
(04.09.2023)

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი შეცვლილი დამოკიდებულება შეაფასა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რადიკლაური ოპოზიციის ქმედებებზე დაყრდნობით რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია. „შეუძლებელია, რომ რაიმე სარწმუნო ლოგიკა და პროგნოზი ააგოს ადამიანმა რადიკალური ოპოზიციის ქცევებსა და განცხადებებზე. ეს არის ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტს ჯერ უკანონოდ არჩეული დაარქვას და უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიოს ის, მაგრამ შემდეგ, რამდენიმე თვეში უკვე შეწყალებას სთხოვდეს პრეზიდენტს და აცხადებდეს მას ევროპული კურსის საუკეთესო დამცველად", - განაცხადა თალაკვაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



