რეზონანსი
(04.09.2023)

ხონში, კინჩხას კანიონზე ვიზიტორი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ჩანჩქერზე დამთვალიერებელს ფეხი დაუცურდა და გადავარდა. შემთხვევა გუშინ საღამოს მომხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა, ის ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი ადგილობრივია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

"მთავარი არხი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე