
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით ჩოხატაურში საინფორმაციო ბუკლეტებს ხვალ დაარიგებენ და ნოდარ დუმბაძის სახელობის სკვერის გაყიდვას არ დაუშვებენ. განცხადება ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურის პოლიციასთან გააკეთა, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში დავით მჟავანაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა: "რუსი ჩიგოგიძის დავალებით, რომელმაც "რუსულ კანონსაც" ხმა მისცა, გურულებს, ჩოხატაურელებს ართმევს ნოდარ დუმბაძის სკვერს და ამას ბედავს. ამასობაში, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები ამის წინააღმდეგ იბრძვიან და დღეს საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდნენ ჩოხატაურში, სადაც ლაჩრულად მიუვარდნენ ჩვენს ლიდერებს. ყველამ ნახა ეს კადრები ტელევიზიით, მე ვთქვი ორ საათზე, რომ ჩამოსვლას ვაპირებდი ჩოხატაურში, მოვუწოდე ამ ლაჩარ ადამიანებს ჩხუბი რომ დაიწყეს ახლა სად არიან, არცერთი არ ჩანს ახლა აქ, ხვალ აუცილებლად დავარიგებთ ბუკლეტებს ჩოხატაურში, ორ საათზე ველოდებით ადგილობრივებს." განაცხადა ხაბეიშვილმა. სწორედ საინფორმაციო ფლაერების დარიგებისას დაესხნენ თავს ენმ-ის წევრებს დღეს დილით "ოცნების" ზონდერები. ოპოზიცია მომხდარში მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძეს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ თავდასხმა მისი ორგანიზებული იყო და ძალადობაში მისი გარემოცვა მონაწილეობდა. ჩიგოგიძე ბრალდებებს უარყოფს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა პოლიციას "ოცნების" მოძალადე პარტაქტივის წევრებიდან არავინ დაუკავებია და არც გამოკითხვაზე დაუბარებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და კარგად ჩანს გადაღებულ კადრებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



