რეზონანსი
(03.09.2023)

რუსეთის შეიარაღებულ ძალების საკონტრაქტო სამსახურს, იანვრის შემდეგ, დაახლოებით 280 ათასი ადამიანი შეუერთდა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან, შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით 280 000 ადამიანი მიიღეს", - აღნიშნა მედვედევმა.
შეგახსენებთ, გასულ წელს რუსეთმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 30%-ზე მეტით, 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



