რეზონანსი
(03.09.2023)

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში ქალაქ ბლენდონში პოლიციელებმა ორსულ ფერადკანიან ქალს მას შემდეგ ესროლეს, რაც მან უარი თქვა მანქანიდან გადმოსვლაზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევა სასურსათო მაღაზიასთან მოხდა. 21 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, პოლიციელები ცდილობდნენ მის დაკითხვას, მაღაზიაში ქურდობის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით.
პოლიციის ინფორმაციით, გასროლის შემდეგ ისინი ცდილობდნენ ქალის სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვერც ქალი და ვერც მუცლადმყოფი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპერაციას ატარებდნენ დაკავებულები არიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


